„ნებისმიერ შეკრება, რა მნიშვნელობა აქვს, იქ მიტინგზე შეიკრიბებიან, თუ ქორწილში შეიკრიბებიან ადამიანები, თუ წესებს არ ვიცავთ (დისტანცია, ნიღაბი), რა თქმა უნდა ხელს უწყობს ნებისმიერი შეკრება ინფექციის გავრცელებას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული შეზღუდვები დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაანახევრებს ინფიცირებულთა რიცხვს.
„ეს შეზღუდვები, რაც ჩვენთან არის, მათ შორის ღამე, მოძრაობის შეზღუდვა, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაანახევრებს ინფიცირებულთა რიცხვს", - აღნიშნა იმნაძემ.