„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „იმედის“ ეთერში აშშ-ის სახელმწიფოს, მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ყველა მიმართულებით გვექნება საუბარი. ძირითადი მიმართულებები იქნება ორმხრივი სტრატეგიული, თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრიორიტეტული განზომილებები. ის, რაც განსაზღვრულია 2 ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 4 მიმართულებით. ეს არის თადაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება და ბუნებრივია, ერთ-ერთ მთავარი საკითხი იქნება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გამკლავება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში და მთავარი დასაყრდენი. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო მიზნები გვაქვს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.