„ამ ყველაფერმა წარმოაჩინა მათი რეალური სახე. მათთვის ქვეყანა არაფერს არ ნიშნავს. მათთვის ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა თურმე არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპოანია „იმედის“ ეთერში, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს დემონსტრაციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.
„როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტია და ამას იყენებ დესტრუქციისთვის, საზოგადოებამ განსაჯოს. აღარც მსურს ამაზე სერიოზულად საუბარი. ირონიის მომგვრელია ეს ყველაფერი. გადახედეთ მათ განცხადებებს, გადახედეთ მათ ქმედებებს. საერთოდ დაკარგული არიან, თარგმანში არიან დაკარგული, თანმიმდევრობაში არიან დაკარგული, განცხადებების ლოგიკურ ჯაჭვში არიან დაკარგული. როდესაც მათთვის მნიშვნელოვანია აშშ, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ აშშ, მათთან თანამშრომლობა და აშშ-ის სიტყვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. გადახედეთ მათ რეაქციას, როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, არჩევნების შემდეგ, როდესაც აბსოლუტურად საღი, მკაფიო საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებების ზუსტ შესაბამისობაში. ამ პროცესმა ზუსტად წარმოაჩინა მათი ორმაგი სტანდარტები და რეალური მიზნები“, - განაცხადა ზალკალიანმა.