საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, სენატის მიერ წარდგენილ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის თაობაზე.
„ეს მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როდესაც შეეცადნენ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შემოეყვანათ შიდა პოლიტიკურ პროცესში. მსგავსი რამ მე არ მახსენდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმსახურია, იქაც არის ოპოზიცია და დაპირისპირება ხელისუფლებასთან, მაგრამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ასე არავინ უგულებელყოფს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.