logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ეს ისეთი რამაა, რასაც სახელი ჯერ არა აქვს - არ გრცხვენიათ?
- +

12 ნოემბერი. 2020. 02:43

 

 

„ეს უკვე არც უსინდისობა, ან ყველაფრის კადრებაზე წასვლაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების  მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსადმი შანტაჟი განხორციელდა.

 

„ეს ისეთი რამაა, რასაც სახელი ჯერ არა აქვს და ამის თანამზრახველები, თუნდაც 27%, უნდა იყვნენ უმაღლესი კანონმდებლები?

 

თქვენ გეკითხებით, ორ ზღვას შუა მოქცეული პურადი და გულადი ერის შვილებო. 

 

არ გრცხვენიათ?“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner