logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სააკაშვილის ბოროტების მანქანაზე უნდა გადაიღონ ფილმები, დაწერონ წიგნები, დადგან სპექტაკლები
- +

12 ნოემბერი. 2020. 02:56

 

 

„ეს უსულო ნაცები, ახლა წყლის ტემპერატურა რომ არ მოსწონთ, პერიოდულად ია მეტრეველს რომ უვარდებიან ხან „ფეისბუქზე“, ხან სასამართლოში და ხანაც ქუჩაში და შეურაცხყოფებს აყენებენ, უნდა დასვა და ეს კადრი ძალით აყურებინო 90 დღე...“ - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს და კადრებს აქვეყნებს, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობაა ასახული.

 

 

„ეს ცხოველი უკვე ხელებაწეულ დახვრეტილ, სისხლისგან დაცლილ, იას ერთადერთი შვილისკენ ბუტასკენ მიათრევს მის მეგობარ და აბა ნახე მოკვდაო ეკითხება...

სააკაშვილის ბოროტების მანქანაზე უნდა გადაიღონ ფილმები, დაწერონ წიგნები, დადგან სპექტაკლები.

როგორ სჩანს ახალ თაობაში, ნაწილმა არ იცის საკუთარი ქვეყნის 15 წლის წინანდელი ისტორია, რაც დაუშვებელია. უამრავ რესურსს იმიტომაც ხარჯავს გერმანია ფაშიზმის ბოროტების შესახსენებლად რომ იგივე უბედურება თავს არ დაატყდეთ“, - წერს ცაგურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner