თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს, საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა, რომ რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა.