საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგის ახის პოსტს აქვეყნებს:
„წამყვანი სტუდიიდან ჟურნალისტს ეუბნება, - პატრულს ჰკითხე, უყვარს თუ არა ფეხბურთიო. თან ნიშნისმოგებით იღიმის, - პრესცენტრთან არ გადაგვამისამართოსო.
ჟურნალისტიც ეკითხება.
პატრული ამ დროს თავის მოვალეობას ასრულებს და ამოწმებს, მოქალაქემ დაარღვია თუ არა რეგულაციის წესები.
აი, ეს რა არის?!
ჰო, გადაცემა კოვიდ-ინფიცირების სიმპტომებზეა და ამ ჩართვის გამო წამყვანმა საუბარი შეაწყვეტინა... ექიმს!“, - წერს მძინარაშვილი.