logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ოპოზიციის ნაწილის მესიჯები კონსულტაციების დაწყებისკენაა მიმართული - მიხვდნენ, რომ დესტრუქცია და შტურმი საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა
- +

13 ნოემბერი. 2020. 00:11

 

„ოპოზიცია ცდილობს ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რომელიც ხან თურმე საშიშია, ხან არა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ეგზიტპოლები, საერთოდ ყველამ დაივიწყა, ყველამ დაივიწყა ის კვლევები რომელსაც თვითონვე ატარებდნენ. შემდეგ იყო ხმების დათვლით მოთხოვნაზე საუბარი, ახლა ხმების დათვლაც აღარ უნდა, რადგან ჩვენს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდა ის, რომ ოპოზიცია სრულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ახლა სასამართლოც აღარ მოსწონთ, თამარ ჟვანიას დემონიზაცია ხდება, ანუ აბსოლუტურად ცდილობენ, რომ ძილი გამოუთხარონ სახელმწიფოს ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რომელიც ხან თურმე საშიშია, ხან არა.

 

ძალიან მიხარია პირადად მე და ჩვენი გუნდიც მიესალმება იმას, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მესიჯები უკვე არის მიმართული, რომ დაიწყოს კონსულტაციები. რადგან მიხვდნენ რომ დესტრუქცია, შტურმი არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner