"პირველივე დღიდან, პირველივე წუთიდან, რაც არჩევნები დასრულდა პროცესი ძალიან კარგად გვახსოვს ხომ?! ჯერ გამოცხადებულიც კი არ იყო შედეგები, როდესაც დაიწყო უკვე პროტესტი, რაც აშკარად ჰგავდა წინასწარ დაგეგმილ პროცესს, რადგან არ შეიძლება, რომ შენ გააპროტესტო ის, რაც ჯერ არ იცი - შედეგი“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კუჭავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ამაზე ისაუბრა სხვათა შორის ეუთო/ოდირის პრეზენტაციის დროს ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა, რომლებიც საერთაშორისო მისიით არიან ჩამოსულები და პირდაპირ უთხრეს, რომ ჯერ არა გაქვთ არაფერი საპრეტენზიო, დაელოდეთ შედეგებს.
ბოლომდე შეეცადნენ ისინი, ის თავისი დღის წესრიგი რაც ჰქონდათ საბოლოო ჯამში გადაეტანათ იმ პროცესში, რომელიც მათ მიცემდა საშუალებას მაქსიმალურად დესტრუქციულად წასულიყვნენ, რაღაცაზე დაეთანხმებინათ ხელისუფლება, თუმცა ძალიან კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ საბოლოო ჯამში და ჩვენ გადავედით უკვე იმ საუბარზე, რომელიც საჭირო იყო პირველივე დღიდან და არა ქუჩის აქციები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად გამოიღებს შედეგს," - განაცხადა კახა კუჭავამ.