სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ არწრუნ ჰოვანისიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ჰოვანისიანი აღნიშნავს, რომ მუშაობას სამეცნიერო სფეროში გააგრძელებს.
„ამ ომის დროს ინფორმაციულ სივრცეში ვმოქმედებდი. როგორ გავართვი თავი ომს, ამას დრო და პროფესიონალები შეაფასებენ. შეცდომები ყველას მოსდის. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, რადგან ვნახე, როგორ იბრძოდნენ ჩემი მეგობრები. 9 ნოემბერს შევწყვიტე ამ თანამდებობაზე საქმიანობა“, – წერს ჰოვანესიანი „ფეისბუქზე“.