„ჩვენ შემდეგ თაობებს უნდა გავახსენოთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, საკუთარი მმართველობის პერიოდში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი ადამიანების პირდაპირ ჩარეცხვაზე“, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც მიიღო დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა და კიდევ აქვს პრეტენზია, რომ მას არჩევნები ტოტალურად გაუყალბეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდიდან დღემდე ცდილობს რომ დაბრუნდეს ისევ და ისევ გვამებით. აქციის პირველ ეტაპზე გაისმა მოწოდებები, რომელიც იყო კანონის ფორმატს გაცდენილი, არაკონსტიტუციური. იქ იყო პირდაპირ სახელმწიფოს დამხობისკენ, დაუმორჩილებლობისკენ და ეს პროცესი შემდგომში უკვე ქმედებებში გადაიზარდა, უშუალოდ ცესკოს შენობასთან, სადაც კონკრეტულმა პირებმა იერიში მიიტანეს დამცავ ფარზე და შემდეგ გაარღვიეს ჯებირი“, - განაცხადა იურისტმა.