ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთან გამართული ისტორიული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს.
,,მომდევნო ორი თამაშის შემდეგ ახალი მწვრთნელი გეყოლებათ. ბოდიშს გიხდით", - განაცხადა ვაისმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.