logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ზოგიერთ პოლიტიკოსს და პარტიას პოლიტიკაში მოსვლა და აქტივობა, ბიზნესი ჰგონია
- +

13 ნოემბერი. 2020. 01:37

 

 

„ზოგიერთ პოლიტიკოსს და პარტიას პოლიტიკაში მოსვლა და აქტივობა ბიზნესი ჰგონია, რომ ამით მიიღებენ შემოსავალს“, - ეს განცხადება ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ინიცირება მოხდება კანონპროექტის და ის უპასუხისმგებლო პარტია, რომელიც პარლამენტში არ შევა, მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება.

 

„ზოგიერთ პოლიტიკოსს და პარტიას პოლიტიკაში მოსვლა და აქტივობა ჰგონია ბიზნესი, რომ ამით მიიღებენ შემოსავალს. ცხადია იღებენ, სახელმწიფო დაფინანსებას და დღეს ძალიან კარგად აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომ ინიცირება მოხდება კანონპროექტის და ის უპასუხისმგებლო პარტია, რომელიც პარლამენტშია არ შედის, მოეხსნას სახელმწიფო დაფინანსება. რაც შეეხება ჭარბ დემოკრატიას, ყველას გვახსენდება რამდენიმე წლის წინ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, გასაოცარ დემოკრატიაზე, მაგრამ გასაოცარი კი არა, გასაოცრად ჭარბი დემოკრატია გამოგვივიდა საქართველოში, სადაც ყველა პარტიას აქვს თავისი ტელემაუწყებლობა, თავისი ენჯეოები, ფეიკ დამკვირვებლები. არავინ მიიღოს ისე, რომ თითქოს გამოხატვის ან სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი ვარ. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, დეზინფორმაციას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში, ამიტომ იმ მოდელის გადმოტანა, როდესაც შეუძლებელია ამ ფსიქოლოგიური ტერორის ატანა. დემოკრატია არ არის ტყუილის გავრცელება. ეს ანტიდემოკრატიაა და დემოკრატია თუ გვინდა უნდა ვთქვათ სიმართლე“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner