„იცით რაზე მწყდება გული? ვაისიც იქეთ დარჩეს აი, შენ, თერთმეტო ფეხბურთელო, მოედანზე რომ გადიხარ, რომ იცი, ერთი ოცნების თამაში გაქვს სათამაშო, სამ მილიონ ნახევრიანი ერის ოცნება რომ განდეს, გაქვს უფლება ასეთი უმწეო, უსუსური, ბეჩავი, უმოტივაციო, გაფარჩაკებული გამოხვიდე მოედანზე????“, - ამის შესახებ ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება საქართველო-მაკედონიის დღევანდელ საფეხბურთო მატჩს.
„იმ 11 ფეხბურთელს, ასეთ ოცნებას რომ განდობენ, მწვრთნელის გარეშეც, გულშემატკივრის გარეშე, მედიის და ყველას გარეშე შეუძლია მოიგოს ასეთი ოცნების თამაში!
თქვენ, თერთმეტო ფეხბურთელო, მოედანზე მთელი ჩემი ბავშვობის, ცხოვრების და პროფესიული კარიერის ოცნება რომ განდეთ მინდორზე გასატანად, მარტო ჩემი კი არა, სულ ცოტა სამ მილიონ ნახევარი ადამიანის, ამ ოცნებას როგორ არ გაუფრთხილდით?
სირბილიც არ შეგეძლოთ ამ ოცნებისთვის? ერთხელ კარში დარტყმა არ შეგეძლოთ???
შენ, ნაკრების კაპიტანო, კაპიტნის სამკლაურიც რომ არაფერს ნიშნავს შენთვის, ცხოვრებაში რომ არ მინახიხარ პრესკონფერენციაზე, არც შენი ბოდიში მახსენდება ამდენი წლის განმავლობაში, კარი უნდა შემოგეღო საპრესკონფერენციო დარბაზში და ყველა შენი გუნდელის სახელით ბოდიში უნდა მოგეხადა! მაგრამ, იცი? არ იცი.
იტირეთ და მერე რა? ჩვენ უფრო მეტმა ვიტრეთ. მთელი ჩემი ბავშვობის ოცნებები განდეთ, მე კი არა, მთელმა ქვეყანამ და ჩრდილოეთ მაკედონიამ, მაგიდაზე შემხტრებმა გადაიხიეს ეს ჩემი და სხვათა ოცნებები, აი, ის ოცნება, ბავშვობაში, ქეცბას, ცხადას, კალას, იაშკას, კობის რომ ვუყურებდი და გადავწყვიტე, ვყოფილიყავი სპორტული ჟურნალისტი
ჩემმა ჩამოთვლილებმაც წამართვეს დღეს ეს ბავშვური ოცნება, რომელიც, ბავშვური გულუბრყვილობით მეგონა, რომ ოდესმე ამიხდებოდა
ნახვამდის ბატონო ვლადიმირ, თქვენი ბრალი ხო ბევრია, მაგრამ იმ 11 ქართველ ფეხბურთელს რა ვუთხარი, ოცნებისთვის გაქცევაც რომ არ შეუძლია!
ნახვამდის!“, - წერს კლდიაშვილი.