„ქართული ოცნება“ და მისი ლიდერშიფი 1 თვის განმავლობაში აანონსებდა, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ დავდგებოდით იმ რეალობის წინაშე, რა რელობაშიც დღეს ვართ და ეს არის მოდელირებული რეალობა, რომელიც ეხება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და სახელმწიფო ინსტიტიტების დემონიზაციას“, - ეს განცხადება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ინფორმაციით გვაბულინგონ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ეს ინტენსიური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა იმდენად, რამდენადაც რამდენიმე ტელევიზიით გადმოცემული ინფორმაციის ყურებაც კი შეუძლებელი გახდა, რადგან იწყებოდა ნეგატივის გადმოფრქვევით, რომ ეს ყველაფერი უნდა დაბრალებოდა ხელისუფლებას. არც ერთი პოზიტი, მხოლოდ ნეგატივი. ამის მიზანი იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლება კვლავ ნაციონალურ მოძრაობას მოეპოვებინა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.