„არჩევნების გაყალბების ვირტუოზები ხ. გოგორიშვილი და ლ. თარხნიშვილი და ნაცსექტის კიდევ რამდენიმე პოლიტიკანი არჩევნების „გაყალბებას“ აპროტესტებენ ცესკო-ში ჭყვიტინით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ამერიკისა და ევროპის ელჩებმა ეს ნამდვილად არ ურჩიეს და რატომ იქცევიან ასე შეუგნებლად? ამიტომ, რომ ფსკერზე დაენარცხნენ როგორც აქ, ისე დასავლელი პარტნიორების აღქმებში“, - წერს აბაშიძე.