რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს:
„9 წელი არ გეყოთ: ჯერ გაქურდეთ მთელი ერი... მსოფლიომ დახმარება გამოგიყოთ - შეჭამეთ... 1/3 საქრთველოში მიყიდეთ სხვას - ფული კი ჩაიჯიბეთ! მაგრამ აღარ გყოფნით, გამოგელიათ! ისევ მოგინდათ ქურდბაცაცობა და ხალხის ბოლომდე გახრწნა!
ვთქვათ, გაიმარჯვეთ და ქართველების გვამებზე, როგორც გჩვევიათ, ფერხულით ჩამოიარეთ! არ იცით, რა გელით? ხალხის რისხვა... სასამართლო... მსოფლიო სამსჯავრო... ისტორიაში სამარცხვინო გვერდები... უბოროტეს თახსირთა სახელი!
იცით, ძალიან კარგად იცით, რასაც სჩადიხართ! მაგრამ სულით ასპიდნი დაგესვლას ვერ იშლით! ბოროტება სისხლში, ხორცში და ტვინში ჩაგეთესლათ!“ - წერს სტურუა.