logo_geo
eng_logo
ლევან კუტალია: დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს!
- +

13 ნოემბერი. 2020. 21:44

 

 

2019 წლის ეროვნული ლიგის ბომბარდირი ლევან კუტალია, რომელიც ამჟამად თელ-ავივის „ჰაპოელში“ თამაშობს, საქართველო-მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე… დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს – მეასეხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში. საქართველოში პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ. პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება ხალხის დასწრება და ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ თამაშზე მაყურებელის გარკვეული რაოდენობით დაშვება არ შეიძლებაო – კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს“, – წერს ლევან კუტალია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner