logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მოგვიწევს პოლიტიკურ დიალოგზე დაფუძნებული კულტურის დაფუძნება და მეტი თანამშრომლობა
- +

14 ნოემბერი. 2020. 00:25

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი მეათე მოწვევის პარლამენტში გაგრძელდება. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

 

„არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს დიალოგი დასრულდება პოლიტიკურ მაგიდასთან და იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება მეათე მოწვევის პარლამენტში.

 

ჩვენ მოგვიწევს პოლიტიკურ დიალოგზე დაფუძნებული კულტურის დაფუძნება და მეტი თანამშრომლობა. გამოწვევები, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს, მოითხოვს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას.

 

არის საკითხები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის „კოვიდ 19“, ეს არის საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner