logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა, „რემდესივირი“ არ არის საუკეთესო, მაგრამ უკეთესი ჯერ არ გვაქვს
- +

14 ნოემბერი. 2020. 00:31

 

 

„ძალიან ბევრი მედიკამენტი გადიოდა და გადის კლინიკურ კვლევას. თავიდან ბევრზე ამყარებდნენ იმედებს და ამას შემდეგ მოსდევდა იმედგაცრუება. „რემდესივირი“, ჯერჯერობით არის ერთადერთი, რომელმაც ეს იმედები სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ გაამართლა“, - ამის შესახებ  შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს  პრეპარატი არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი ამ დროისთვის არ არსებობს.

 

„კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ეს პრეპარატი ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობას. ჩერჩილს აქვს ასეთი ფრაზა - დემოკრატია საშინელი რამ არის, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუფიქრებიათო. აი, ასეა „რემდესივირიც“. შესაძლოა, რემდესივირი არ არის საუკეთესო, მაგრამ უკეთესი ჯერ არ გვაქვს.

 

ამიტომაც, ამერიკის საკვების და წამლის სააგენტომ, პირველად და ჯერჯერობით მხოლოდ რემდესივირს მისცა რეკომენდაცია, ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის.

 

რაც შეეხება გამოყენებას, იცით, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“ აქვს ასეთი შეზღუდვა - ის უნდა მიიღოს პაციენტმა დაავადების საწყის ეტაპზე, 48 ან მაქსიმუმ 72 საათში. ასეთი შეზღუდვა „რემდესივირს“ არ აქვს, თუმცა, ყველა ლოგიკით, ვინაიდან ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, ანუ ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს, ბუნებრივია, რომ მისი მიღება სასურველია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner