„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნების საკითხი გადაწყდეს.
„თვითონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება სულ რამდენიმე დღის წინ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. ოპოზიციაში აზრები გაიყო და იმედი მაქვს, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გადაწონიან რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო სურათი, რომ მაიკ პომპეოს დახვდნენ საპროტესტო აქციებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.