logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იდგეს მხოლოდ ქართული საჯარისო ფორმირებები
- +

1 ივლისი. 2016. 15:59



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „უბლოკო სტატუსის" ინიციატივასთან  დაკავშირებით ისაუბრა. ბარამიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლში პუნქტის დამატებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექნება საშუალება, თავი უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყნად გამოაცხადოს,რაც  ნიშნავს საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს, რომელიც უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის თუ საჯარისო შენაერთის არსებობას.


„დავაანონსეთ სიახლე და ინიციატივა, რომელსაც „უბლოკო სტატუსი" ჰქვია. ეს ინიციატივა რეალობაში შეცვლის და გააუმჯობესებს მდგომარეობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს უნდა დაემატოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექნება საშუალება, გამოაცხადოს თავი უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყნად, რაც პრაქტიკულად ნიშნავს საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს, რომელიც უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის, განურჩევლად პოლიტიკური დამოკიდებულებისა, სამხედრო ბაზის თუ საჯარისო შენაერთის არსებობას. საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იდგეს მხოლოდ ქართული საჯარისო ფორმირებები. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობს სამაჩაბლოსაც და აფხაზეთსაც. არ გვსურს. ჩვენი ქვეყანა იქცეს ძლიერი ქვეყნების სამხედრო თვალსაზრისით დაპირისპირების პოლიგონად. ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, რაც გულისხმობს ხელმოწერების შეგროვებას აღნიშნული ინიციატივის სრულყოფისათვის და 2106 წელს იმედი გვაქვს, მივიღებთ მანდატს აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად. ეს სტატუსი არ გულისხმობს უარს საერთაშორისო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობაზე. უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანას აქვს სრული უფლება, სამხედრო ხელშეკრულებები გააფორმოს ნებისმიერ ქვეყანასთან თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების კუთხით",- განაცხადა ბარამიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner