„როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოდის იმ ქვეყნებში, რომლებსაც შტატები თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს, ეს უკვე ხაზგასმაა იმის, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატო-სთან, ევროკავშირთან და თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც ეს დღესაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთი-ერთმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ ფონზე აქციის დაანონსება წარმოუდგენელია.
„შეიძლება სირცხვილის კორიდორის დონეზე ეს ვერ განვიხილოთ წარმოუდგენლობის კონტექსტში, მაგრამ ასევე წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქციით ხვდებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ძალიან კარგი ელჩი ჰყავს და შეუძლებელია, ამერიკის რომელიმე უწყებას, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დამატებითი აქციები და ამით თითქოს, ვიღაცას ხმა უნდა მიაწვდინონ, 2020 წელია და ეს მეთოდი ამით არ მართლდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.
ოპოზიცია 18 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას გეგმავს.