logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: არჩევნების შემდეგ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, სადაც ამის საჭიროება იქნება
- +

16 ნოემბერი. 2020. 20:04

 

 

„მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც შედგება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

 

„ჩვენ ვემზადებით იმ შეზღუდვების პირობებში რასაც პანდემია გვიწესებს. მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ, თუმცა მერე ვფიქრობ, რომ თუკი კლინიკებში საჭირო გახდება, (ჩემი სპეციალობა რეანიმატოლოგიაა), დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც იქნება ამის საჭიროება“, - აღნიშნა სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner