კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში სულ 13 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, გამოვლინდა 80 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 771- მდე გაიზარდა.
რეგიონში ბოლო რამდენიმე კვირაში ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა-87, გურჯაანი-385, დედოფლისწყარო -133, თელავი -552, ლაგოდეხი - 152, საგარეჯო -172, სიღნაღი-111 და ყვარელი -179.