„მინდა, განცადება გავაკეთო იმ უპასუხისმგებლო კომეტარზე, რაც მელიას სჩვევია. იყო მცდელობა, საზოგადოება ისევ შეცდომაში შეეყვანა. ჩვენთვის კატეგირიულად მიუღებელია ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მით უმეტეს მეორე ტურის წინ ვის აწყობს გაუქმებული ოფისის ცეცხლის წაკიდება და რაღაც მსგავსი, ან საზოგადოების დაზაფრვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით.
„ჩვენ კრგად ვნახეთ პირველი ტურის დროს, როგორ ხდებოდა ზონდერ ჯგუფების მობილიზება უბან-უბან, როგორ ხდებოდა სწორედ ამგვარი დაჯგუფებების თარეში და როგორ ხდებოდა შემდეგ მათი დაკავება. როგორ იყო მცდელობა, რომ საზოგადოება დაეზაფრათ, რაღაც ესკალაციები მოეწყოთ, შეხლა-შემოხლები, სადაც შემდეგ პოლიციას მოუწია რამდენიმე ადამიანი დაეკავებინათ, სწორედ მელიას გუნდის წევრები. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მეორე ტური არის წინ. ყველა მშვიდად, მშვიდ გარემოში მივიდეთ და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ უხალოეს დღეებში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ იყო ამის ავტორი. „ნაციონალური მიძრაობისგან“ პროვოკაციას მოხვეული ვართ. საკუთარ მოსახლეობას ტერაქტებს როგორ უწყობდნენ, პარტიას, რომ გარკვეული დივიდენდები მიეღოთ. არ გამოვრიცხავ, მსგავსი იყოს. თუმცა გამოძიება ამაზე სათქმელს თვითონ იტყვის. მეორე ტურის წინ როგორც არასდროს, ისე გვჭირდება არჩევნების მშვიდ გარემოდი ჩატარება. ჩვენ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობთ. სწორედ მეორე ტური იქნება ის, რაც საბოლოოდ წერტილს დაუსვამს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად კანონიერ ქურდებს უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს.