logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: იმდენად დიდია ოპოზიციური უნდობლობა, რომ ვერავინ ბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას!
- +

16 ნოემბერი. 2020. 20:53

 

 

„ძალიან საინტერესო სიტუაციაა: იმისთვის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები განულდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს, საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის ყველა დეპუტატობის კანდიდატმა განცხადება დაწეროს და უარი თქვას მანდატზე. ვიმეორებ, - ყველამ, სათითაოდ უნდა თქვას უარი!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„სულ 1200 განცხადებაა საჭირო!

ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს უფლებამოსილების ცნობისთვის ვერ გადაუგზავნის პარლამენტის არჩეულ წევრთა 2/3-ს, რაც აუცილებელია ახალი პარლამენტის უფლებამოსილად აღიარებისთვის.

ვიმეორებ:  საჭიროა სულ მცირე 100-კაციანი სია გადაიგზავნოს ცესკოდან პარლამენტში, "ქართულ ოცნებას" კი მხოლოდ 90 დეპუტატი ეყოლება!

ახლა რა ხდება: ყველა ელოდება, ვინ დაიწყებს პარტიული სიების განულებას! დააკვირდით: იმდენად დიდია ოპოზიციური უნდობლობა, რომ ვერავინ ბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას!

რაც მთავარია: როცა რომელიმე პარტიის პროპორციული სია ნულდება, ის ვეღარ აღდგება! გამორიცხულია! და განულებული პარტიული სიით მოპოვებული მანდატები ნაწილდება სხვა ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებზე.

თუკი "ნაციონალური მოძრაობის" სიაში წარმოადგენილი 177-ვე დეპუტატობის კანდიდატი განცხადებას დაწერს, ცესკოს ჩააბარებს და ნაცების სია განულდება, გამორიცხული არ არის, დანარჩენებმა განცხადებები არ დაწერონ და პარლამენტში შევიდნენ.

ასეთ შემთხვევაში მივიღებთ 8-პარტიულ პარლამენტს, სადაც ნაცების მანდატებს ეს სუბიექტები გადაინაწილებენ "ოცნებასთან" ერთად.

თუკი სხვები სიებს გაანულებენ, სააკაშვილის პარტია აუცილებლად შევა პარლამენტში! ამ შემთხვევაში მივიღებთ ორპარტიულ პარლამენტს, სადაც  "ოცნება" და ნაცები გაინაწილებენ 7 პარტიის მანდატებს. აი, ასეთ შავ დღეში არიან ნაცსექტაც და დანარჩენებიც: ერთმანეთს არ ენდობიან! პრინციპში, არცთუ უსაფუძვლოდ! ამიტომაც არ წერენ განცხადებას! ამიტომაც, არავინ დაწერს განცხადებას!“, - წერს მძინარაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner