logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ნიკა მელიაზე: კონკრეტული კრიმინალის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ შინაარსის განცხადებებს, სამარცხვინოა
- +

16 ნოემბერი. 2020. 21:19

 

„კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას,  სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვაში ე.წ. კანონიერი ქურდები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ კავშირი აქვთ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან.

 

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა ჩემს პატივისცემას გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“, – განაცხადა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner