„თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, შემდეგ აღმოჩნდება შესაბამის ადგილას, რომელიც ქართულმა სასამართლომ განუსაზღვრა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით სააკაშვილი ოპოზიციაში განხეთქილებას იწვევს, რადგან იქ სხვადასხვა პოლიტიკური ღირებულების ჯგუფები არიან.
„გარედან მათი ერთობა ჩანს, რომელიც ეკლექტურია და დიდი ხნის არსებობა არ უწერია. ამის ნიშნებს ხშირად ვხედავთ, როცა მთელ რიგ საკითხებზე ისინი ვერ თანხმდებიან. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თემას, ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები აქვს. ნაწილი პოლიტიკური ჯგუფებისა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, შეიძლება ვინმეს მოსწონდეს კიდეც, ამას ჩვენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა კახიანმა.