„მთელი დღეა, ვფიქრობ და ვერაფრით მივხვდი, - რაში სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" და ლევან კობიაშვილს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის დაწვა?! თან აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინა დღეს?! კი ბატონო, მეც ამ დასკვნამდე მივედი: არაფერში! აბსოლუტურად არაფერში!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბოდნო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ასევე ვფიქრობ, - სჭირდებოდა თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" და ნიკა მელიას ეს ვანდალიზმი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის?!
თან აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინა დღეს?!
რასაკვირველია, ბრალს ვერავის დავდებ, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს!
მაგრამ თუ შევეცდებით ცნობილ შეკითხვას, - "ვის აძლევს ხელს?" - ვუპასუხოთ, მაშინ ძნელი მისახვედრი არ არის, ვინ იხეირებს!“, - წერს მძინარაშვილი.