logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ქმედებები მეტყველებს, რომ ისინი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესს ემსახურებიან
- +

16 ნოემბერი. 2020. 23:15

 

„სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ქმედებები მეტყველებს, რომ ისინი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესს ემსახურებიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

„ჩვენ საქმე გვაქვს ყოფილ პრეზიდენტთან, რომლისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც მის საწინააღმდეგოდ კეთდება და ამ შემთხვევაში ყველაფერში ხედავს რუსეთის კვალს.

 

ვფიქრობ, აქ ნათელია უკვე, რომ თავად მისი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ქმედებები მეტყველებს, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლია ინტერესს და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც ყველა მის საწინააღმდეგო განცხადებაში ის რუსეთის კვალს ხედავს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „​ეფესბეს“ აგენტს უწოდებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner