logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა
- +

17 ნოემბერი. 2020. 00:15

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე  „ღამის კურიერის“ეთერში ინიციატივით გამოვიდა. მან გადაცემის წამყვანებს ახალი ფორმატი შესთავაზა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრები ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდებიან.

 

„გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია.ახლა თემა ხომ არის კონკრეტული - საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია. დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner