logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: მეორე ტურში, ყველა ოლქში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით
- +

17 ნოემბერი. 2020. 00:58

 

 

„ჩვენ მეორე ტურში ყველა ოლქში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა, პროპორციული სიის მე-12 ნომერმა, გიორგი ამილახვარმა   საქართველოს პირველი არხის  ეთერში განაცხადა.

 

„პარალელურად, მიმდინარეობს დიალოგის პროცესი, სადაც ჩვენს ოპონენტებს გამოსავლის გზები შევთავაზეთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტსა და უხერხულობას ვითარება, თუ ოპოზიციის ბოიკოტი ძალაში დარჩება და მმართველი პარტია მეორე ტურში მონაწილეობას მარტო მიიღებს, ამილახვარი ამბობს, რომ არ უნდა ვიჩქაროთ და მოვლენებს უნდა დაველოდოთ.

 

„მოდით, ნუ ვიჩქარებთ. დაველოდოთ მოვლენებს. ვფიქრობთ, რიგი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. მე არ ვფლობ ინფორმაციას, ეს რომელი პოლიტიკური ძალები იქნება, მაგრამ მათი პოზიციები მათივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთება“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner