„პოლიტიკური აქცია, რომელიც მოსახლეობის მასობრივ დაშინებას ისახავს მიზნად, რითი განსხვავდება ტერორიზმისგან?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას.
„ახალი ტერმინები შემოდის 21-ე საუკუნეში. მაგალითად, რბილი ძალა. რბილი ტერორიზმი შეგვიძლია ვუწოდოთ. მიზნები იგივეა, საშუალებებია სხვა“, - წერს სალუქვაძე.