„უკეთესი იქნებოდა, რაღაცაში მაინც ვიყოთ ერთიანები და ეს ერთიანობა არის სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება“, – ამის შესახებ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში საპროტესტო აქციით ხვდებიან სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, თუმცა ამით ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ სახეს აჩვენებს, მეტს არაფერს. უკეთესი იქნებოდა, რაღაცაში მაინც ვიყოთ ერთიანები და ეს ერთიანობა არის სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება, რომლის გარანტიც არიან სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში 18 ნოემბერს ჩამოვა.