logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ფართო ხდება
- +

1 ივლისი. 2016. 16:48




ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი საქართველოს ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


საქართველოსთან ჩვენი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ფართო და ღრმა ხდება ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ. ევროკავშირი ელოდება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ქვეყანასთან, რომელიც კვლავ მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზეაესობა, გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო მოხელეების ანგარიშვალდებულების წესები და გამჭვირვალობა", - ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner