logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო საქართველოშია
- +

17 ნოემბერი. 2020. 19:46

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

 

ვიზიტის ფარგლებში,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

 

საქართველოში ელოდებიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner