logo_geo
eng_logo
საქართველოში აშშ-ის საელჩო, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

17 ნოემბერი. 2020. 20:53

 

 

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

 

„სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

 

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner