სომალის დედაქალაქი მოგადიშოში აფეთქებას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის აკადემიის შენობასთან ახლოს მდებარე რესტორანში თავი აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.