„ეს მხარდაჭერა რაც, მიიღო „ნაციონალურ მოძრაობამ“, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას ვერ იქნება მხოლოდ ერთი კაცის დამსახურება“, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ეს მხარდაჭერა რაც, მიიღო „ნაციონალურ მოძრაობამ“, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ვერ იქნება მხოლოდ ერთი კაცის დამსახურება, რომელსაც საქართველოში არსებული რეალობის და პოლიტიკური რელობის აღქმა ბოლომდე აქვს დაკარგული და გამწარებულია, რომ ვერ ბრუნდება, ასე ვთქვათ გმირად ამ ქვეყანაში...“, - აღნიშნა წულუკიანმა.