ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თენგიზ კობალაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ღრმა მწუხარებას გამოხატავს, სამსახურის დირექტორის, გენერალ კობა კობალაძის მამის, თენგიზ კობალაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებს და ახლობლებს.
თენგიზ კობალაძის პანაშვიდი გაიმართება ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, 16:00 დან 19:00 საათამდე,
დიღმის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში;
(მისამართი: გრიგოლ რობაქიძის გამზირი, დიდუბის ხიდთან)
გასვენება: ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, 14:00 საათზე“, - წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.