„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო "ტვიტერზე" წერს.
"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - წერს მაიკ პომპეო.