logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: აშშ-სთან გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ახლა უმაღლეს ნიშნულზეა
- +

17 ნოემბერი. 2020. 23:24

 

 

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. რასაკვირველია, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზეც გაიმართება დისკუსია“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი მაღალი დონის ვიზიტის მასპინძლობა, ვინაიდან საქართველო აშშ-ის ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორია რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. რასაკვირველია, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზეც გაიმართება დისკუსია. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ახლა უმაღლეს ნიშნულზეა. ხვალინდელი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორმხრივ ფორმატში განიხილება დღის წესრიგში არსებული საკითხები, დაწყებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით და დამთავრებული ეკონომიკით, ვაჭრობით და სხვა სფეროებით. ჩვენ აშშ-ისგან ვიღებთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკაში და ეს ვიზიტი წარმოადგენს მორიგ ხაზგასმას იმისა, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ვნახეთ თავად სახელმწიფო მდივნის გამოხმაურება და მითითება იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner