logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და არ მონაწილეობს მეორე ტურში
- +

17 ნოემბერი. 2020. 23:31

 

 

„დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია მეორე ტური და როდესაც ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და არ მონაწილეობს მეორე ტურში, ეს უკვე სირცხვილია“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა,  სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისივე შეფასებით,  დაანონსებული ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობა, არა მარტო ოპოზიციის სირცხვილი და ამომრჩეველზე ძალადობაა, არამედ კანონის დარღვევის რისკებსაც შეიცავს.

 

„დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია მეორე ტური და როდესაც ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და არ მონაწილეობს მეორე ტურში, ეს უკვე სირცხვილია, მაგრამ როდესაც ისინი აპირებენ ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას, ეს არა მარტო მათი სირცხვილია, არა მარტო ამომრჩეველზე ძალადობაა, არამედ კანონის სერიოზული დარღვევის რისკებსაც შეიცავს, სისხლის სამართლის დანაშაულის რისკებსაც შეიცავს. გააჩნია, როგორ მოიქცევიან. ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს კარგად გააცნობიერა. იმედია, ,,ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდება, რომ ამის ჩატარება საღ აზრს და დემოკრატიულ ელემენტარულ სტანდარტს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner