აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მოიტანა.
„ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმს, გაფორმდა საქართველოს თავდაცვითი ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ნატოში ინტეგრაციის პროცესს. 2017 წელს პირველად გაჩნდა აპროპრიაციის დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ოკუპაციის ამღიარებელი ქვეყნების დაფინანსებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. 2016 წელთან შედარებით 87 მილიონიდან 133 მილიონამდე გაგვეზარდა ყოველწლიური დახმარება, მათ შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. გაგვეზარდა ინვესტიციები. მხოლოდ წელს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის პირობებში ძალიან შეზღუდული იყო ინვესტიციები, ჩვენ 30-მილიონიანი ინვესტიცია მივიღეთ ფოთის პორტის განვითარებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.