საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა, ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა, მინდა, სინანულიც გამოვხატო. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და უცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.