„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი, პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა პრობლემა, რის განხილვასაც ოპონენტები ცდილობენ პარლამენტს მიღმა და ქუჩიდან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებას.
„მსგავსი ფორმა მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის და ამიტომ ეს მოწოდება არის ძალიან მკაფიო. ყველა თემა რაც მათ აწუხებთ, ეს არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებით, საკანონმდებლო პროცესში უნდა იყოს განხილული. სწორედ პარლამენტია ის ადგილი და ეს მოწოდებაც არის სრული ასახვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის,
რომ მანდატის, რაც მათ მისცა ამომრჩეველმა, რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს“.