„ბოლო მოკლე კომენტარი, მაიკ პომპეოს ვიზიტზე. რატომ ეგონათ ოპოზიციონერებს და მათ ენჯეოებს, დღეს რომ პომპეოს და მის მოადგილეს შეხვდნენ, რომ მხოლოდ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია იქნებოდა ამერიკელებისთვის სარწმუნო?!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ვინ ვინ და ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან თუ რას ნიშნავს დაინტერესებული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და რომ მას დიდი ფასი არ აქვს. ეს მითუმეტეს კარგად იცის CIA-ს ყოფილმა დირექტორმა მაიკ პომპეომ”, - დასძენს ანჯაფარიძე.
შეგახენებთ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.