logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: რაც „ნაცმოძრაობამ“ 2020 წლის 8 ნოემბერს რუსთაველზე ხალხის შეკრებით გააკეთა, ნამდვილი ბიოლოგიური ტერორიზმი იყო
- +

19 ნოემბერი. 2020. 01:33

 

 

 „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ამხანაგმა სიკვდილმა სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად დააყენეს ხალხი და ქვეყანა კორონავირუსის მორიგი მძლავრი ტალღის საშიშროების წინაშე, რადგან მათ ინტერსებში შედის, რომ ხელისუფლებამ პანდემიის მართვა ვეღარ შეძლოს, ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსი განიცადოს და ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების კუბოები ერთმანეთზე დალაგდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„შეგიძლიათ, ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ კატასტროფულად მოიმატებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული რამდენიმე ათასი მომიტინგე საკუთარ ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებშიც დაბრუნდება!

 

ისიც ადვილი წარმოსადგენია, რა დაემართებათ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთათვისაც ადგილი არც საავადმყოფოებში იქნება და არც საკარანტინო სივრცეებში, სახლში დარჩენილი პაციენტები კი, მათი სიმრავლის გამო მედიკოსების ყურადღების მიღმა და მკურნალობის გარეშე დარჩებიან.

 

მოკლედ, როცა „ნაცმოძრაობამ“ 2020 წლის 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ხალხის შეკრებით გააკეთა, ეს ნამდვილი ბიოლოგიური ტერორიზმი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კოვიდის უკონტროლო გავრცელებასა და მოსახლეობის მასობრივ ინფიცირებას!“, - წერს ხუბუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner